ჰოლივუდი

SUICIDE SQUAD-ის მსახიობი შვედ მოდელს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

Befunky

იუელ კინემანმა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოწერის თხოვნით მიმართა. მსახიობის თქმით, შვედი მოდელი, რომელთანაც წარსულში სექსუალური კავშირი ჰქონდა, აშანტაჟებს და მის ოჯახს ემუქრება. 

"2018 წელს, როდესაც მარტო ვიყავი, მქონდა რომანტიკული ურთიერთობა შვედ მოდელთან, გაბრიელა მაგნუსონთან, რომელსაც ბელა დევისის სახელითაც იცნობენ. 2018 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში შევხვდით და ერთობლივი თანხმობით სექსი გვქონდა. ერთ თვეში კვლავ შევხვდით, კვლავ სექსი გვქონდა, მაგრამ ღამე ერთად არ გაგვიტარებია. მეორე დღეს მომწერა და უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ჩემთან ღამით დარჩენა არ ვთხოვე და არ მოვიკითხე სახლში უსაფრთხოდ მივიდა თუ არა. 2019 და 2020 წლებში ბელა მეხმიანებოდა, შეხვედრას და სექსუალური შინაარსის ფოტო/ვიდეოს გამოგზავნას მთხოვდა, იმ დროისთვის სხვა ქალთან ურთიერთობა მქონდა დაწყებული და მას არ ვპასუხობდი. ბელა აგრძელებდა რეკვას და მიმოწერას, ხშირად უცხო ნომრებიდან, კომუნიკაციის ფორმა ნელ-ნელა უსიამოვნო, მუქარის შემცველი და საშიში გახდა. ბოლოს დევისი დამემუქრა, რომ პრესაში ყალბ ინფორმაციას გაავრცელებდა, თითქოს სექსი მისი ნების გარეშე გვქონდა. 25 ივლისს სატელეფონო საუბარი გვქონდა, რომელიც ჩავიწერე და რომელშიც ბელამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სექსი ერთობლივი თანხმობით გვქონდა. ასევე დამემუქრა მე და ჩემს ოჯახს თავისი ძმით, რომელიც ნასამართლები კრიმინალია. მე მხარს ვუჭერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, მაგრამ ამ საქმეში მსგავსი არაფერი მომხდარა". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

კინემანის თქმით, დევისმა პრესაში ყალბი ისტორიის გავრცელების მუქარით ფული, ჰოლივუდის კავშირები, ინსტაგრამის ვერიფიცირებული გვერდი, ჟურნალ Sports Illustrated-ის ფოტოსესია და $400 000 ბინისთვის სთხოვა.

იუელ კინემანი შვედი მსახიობია, რომელსაც შესრულებული აქვს როლები ფილმებში Girl With Dragon Tattoo, Robocop, Child 44.

კომენტარები