გიორგი ჩალაძის დაკავება

ენმ-ს წევრი და გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, გიორგი ჩალაძე დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, გიორგი ჩალაძე პოლიციამ დააკავა.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ჩალაძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი ჩალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა, თუმცა პროცესი სექტემბრამდე გადაიდო. 

ჩალაძის თქმით, ის ორთაჭალაში იმყოფებოდა და ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

"ჩემი დაკავება იყო სრულიად პოლიტიზებული, აქ სამართლისგან გარეთ ვართ და დღეს სასამართლომ ეს დაამტკიცა" – თქვა ჩალაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში და ოფიცერი, რომელმაც ის დააკავა, ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები