ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: აზერბაიჯანმა არ იპოზიორა და ჩინურით აცრა ადრე დაიწყო, ჩვენთან გააპროტესტეს

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს, 1-3 თვის წინ გაიარეს. გადახედეთ 2 თვის წინანდელ მაჩვენებლებს, როდესაც 3-4 000 ახალი შემთხვევა იყო და, შესაბამისად, ბევრი გარდაცვლილი. იქ პიკმა საქართველოზე ადრე გაიარა, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანში მეტი ვაქცინირებულია - აზერბაიჯანმა არ დაიწყო ზედმეტი პოზიორობა და დეკემბერში დაიწყო ჩინური ვაქცინები, ამ დროს ჩვენც შეგვეძლო დაწყება, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო გადაიდო და მარტში დაიწყო.

თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა, დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები