ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 2-3 გრადუსით მოიმატებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 

კომენტარები