IRI-ს კვლევა

ღარიბაშვილი IRI-ზე: ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული კვლევები ნდობას არ იმსახურებს

ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, არიან უშუალოდ მართული ნაციონალური მოძრაობის მიერ, შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და NDI-ს კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები ტარდება ნაცმოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IRI-ს კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის  26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% პარტია საქართველოსთვის.

კომენტარები