კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: კოვიდინფიცირებულების რიცხვი პრაქტიკულად მაქსიმალურია, რაც ქვეყანას ჰქონია

ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული, საყურადღებოა, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო [...] ახალი შემთხვევების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ციფრია, რომელსაც არ ექცევა ყურადღება, ესაა აქტიური კოვიდავადმყოფების რიცხვი. ეს არის კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც დიაგნოზი დაუდგინდათ და ჯერ განკურნებულები არ არიან. ასეთი არის 31 500 დღეისთვის. პრაქტიკულად მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. დიდი ალბათობით, ეს კიდევ გაიზრდება.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%, ბოლო 14 დღის – 6.95%, ბოლო 7 დღის – 7.57%. ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 31 597 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც მძიმე პაციენტია 1 139, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 ადამიანი.

კომენტარები