კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 654 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.34%-ია

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 806 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%, ბოლო 14 დღის – 6.95%, ბოლო 7 დღის – 7.57%.

2 654 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლიდან 1 196 შემთხვევა, აჭარაში – 443, იმერეთში – 322, ქვემო ქართლში – 111, შიდა ქართლში – 95, გურიაში – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთში 163, კახეთში – 157, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 31 597 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 881 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 1 139, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 ადამიანი. 23 678 ადამიანი ბინაზე მკურნალობს, 49 კი – საკარანტინე სივრცეებში. 

1 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში  422 188 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 384 712 პაციენტი, ხოლო  გარდაიცვალა – 5 853. 

კომენტარები