ჭყონდიდის ეპარქია

"ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია, გაიყვანეთ" – მეუფე სტეფანემ ქალი ტაძრიდან გააძევებინა

თაიმერი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სტიქაროსნებს სასულიერო გიმნაზიის ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევებინა

მაია ცაავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ქალი ამბობს, მას სურდა, ამის მიზეზი დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. მეუფე სტეფანე გაღიზიანდა და მისი გაძევება მოითხოვა.

"თქვენი სათქმელი ქუჩაში... გაიყვანეთ, გაიყვანეთ.. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია და არ შემოუშვათ. გაიყვანეთ და არ შემოუშვათ. ეს არის პროვოკატორი". - თქვა მეუფე სტეფანემ. 

მაია ცაავა ფორმულას უყვება, რომ ხელფასის მომატების შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.  

"მეუფე კი არ არის, ეგ არის მოძალადე. გამომაგდო ტაძრიდან. სტიქაროსნებს უთხრა, გაიყვანეთ გარეთო და არ მაცადა ლაპარაკი.

გიმნაზიაში მზარეული ვიყავი. გრიგოლ კაციას დროს ხელფასი 100 ლარით გაგვეზარდა, თუმცა მიტროპოლიტი სტეფანეს შემდეგ ის 100 ლარი ისევ დაგვაკლეს. ვითხოვდით მომატებას. რამდენჯერმე მოგვატყუეს. გვატყუებდნენ. მე მინდოდა ხელფასის მომატება. ამის გამო ამოვიღე ხმა. ამის გამო მან მოითხოვა ბოდიშის მოხდა. სხვა არაფერი დამიშავებია. პირადად მისთვის ითხოვდა ბოდიშის მოხდას. სხვებმა ეს გააკეთეს. მე სტეფანეს ბოდიშს არ მოვუხდი, მითხრას, რას ვაშავებდი". - ამბობს მაია ცაავა. 

 

 

კომენტარები