შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კობახიძე: მიშელის შეთანხმებაში დაბრუნება გამორიცხულია

ეს არის ბავშვური თამაში, გამორიცხულია ამ [შარლ მიშელის] შეთანხმებაში დაბრუნება, ეს იქნებოდა რაღაც ბავშვური ნაბიჯი და, მომავალშიც, ასეთი ტიპის შეთანხმებაზე ხელის მოწერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი შეთანხმება ნიშნავს კონსტიტუციური ჩარჩოდან დროებით გასვლას, რაც არის დაუშვებელი. მომავალში ჩვენ, კონკრეტულ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ იყო ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისი და ამ ხელოვნური კრიზისის დასრულება ჭირდებოდა ქვეყანას, მაშინ დავუშვით გამონაკლისი, მაგრამ მომავალში ეს გამორიცხულია.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადაერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, თუ ქართული ოცნება დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ენმ იმსჯელებს დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ.

კომენტარები