[43%-იანი ბარიერის] დღის წესრიგიდან მოხსნა არის ძალიან კარგი, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენ ამით დავუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს. მათ შორის, ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ჩვენ ჩავატარებთ სტანდარტულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს. ყველამ იცის, ვინც ერკვევა ზოგადად საარჩევნო საკითხებში, რომ არ შეიძლება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ჭარბი პოლიტიზება, ეს არ არის კარგი თვითონ მუნიციპალური არჩევნებისთვის. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები უნდა იყოს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ანუ არჩევნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა კეთილმოეწყოს ქალაქები, სოფლები, როგორ უნდა მოწესრიგდეს მუნიციპალური მომსახურების სისტემები და ასე შემდეგ. ამ კუთხითაც დავუბრუნდით ჩვენს კონსტიტუციურ და ლოგიკურ ჩარჩოს.
ირაკლი კობახიძე
კობახიძე ვადამდელის უარყოფაზე: არ შეიძლება თვითმართველობის არჩევნების ჭარბი პოლიტიზება
tbl.ge/5n1q
დაკოპირდა

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი პალიტრანიუსის ეთერში გააკეთა, როცა ქართული ოცნების დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავდა. კერძოდ, კობახიძის მიერ გაჟღერებული პარტიული გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, აიღებს ქართული ოცნება ლელოსავით 3%-ს თუ 93%-ს.
ქართული ოცნებაქართული ოცნება 2021ვადამდელი არჩევნებითვითმართველობის არჩევნები 2021შარლ მიშელის შეთანხმებაირაკლი კობახიძე
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




