შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კრამონი: ოცნების მიერ შეთანხმების გაუქმებით საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს

ვშიშობ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ, გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე იგი იყო სამი თვის წინ.

მას შემდეგ, რაც ივლისში სრულმასშტაბიანი მისია ივლისში გაუქმდა კოვიდის ძალიან მაღალი მაჩვენებლის გამო, მე გადავწყვიტე, ჩამეტარებინა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დელეგაციის სხვა წევრების გარეშე. ამიტომაც ვიმყოფები აქ, ზუსტად ამ მომენტში. ქართულმა ოცნებამ გადადგა ძალიან მოულოდნელი და, ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი, მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო, მე გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში.

[...] ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მაგრამ როგორც მე საქართველოში მიმდინარე მდგომარეობა აღვწერე, შორდებით ევროპულ ღირებულებებს, აქ შეიძლება დაისვას კითხვა არის თუ არა ეს კარგი იდეა.

თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.

კომენტარები