შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კობახიძე: რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.

კომენტარები