"ხვალ ფაიზერის სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში - 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“. – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ეს დოზები საქართველომ Pfizer-თან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძინა.
შეთანხმებით გათვალისწინებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია, 28 000 დოზა, საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა. ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.
ამასთან ერთად, ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვიდა.
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


