ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 30 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ჩიხის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ვერეს და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების,  ნინო რამიშვილის, გაგარინის, შარტავას და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟ-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები