შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ზარქუა ანულირებაზე: ცალმხრივის არც სიყვარულის მჯერა და არც ხელშეკრულების შესრულების

ჩვენ ვალდებულებას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ცალმხრივად არ გამოვა. ცალმხრივი სიყვარულის გჯერათ? მე არ მჯერა ცალმხრივის, არც სიყვარულის და არც ამ ხელშეკრულების შესრულების და როცა მეორე მხარე, ნაციონალური მოძრაობა და ბატონი ბოკერია იქცევა არაკეთილმოსურნედ, არაპატიოსნად, თავხედურად, არ უნდა დადგე მასთან. 

ჩვენ ეს ხელშეკრულება იმიტომ დავდეთ, რომ მთელი რიგი ეს დესტაბილიზაცია დამთავრებულიყო, პარლამენტში შემოსულიყვნენ. ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა, ეკონომიკის, საერთოდ არ დაესწრნენ, ხელფასებისთვის შემოვიდნენ?! ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბოკერიას და სააკაშვილის გუნდი პარლამენტში იქნება თუ არა, ისინი არ არიან ამ ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩართულნი, უბრალოდ, პირობა უნდა შეასრულონ ევროპის წინაშე. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები