ლაშა ბექაური

ლაშა ბექაური: წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით

ახლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას - ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია, ბოლომდე ვიბრძოლე დღეს ჩემი სამშობლოსთვის, რა თქმა უნდა და დამიფასდა ეს ბრძოლა და გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე დიდი ოცნება.

ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ექიმებმა და მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის. ძალიან მიყვარხართ მთლიანი საქართველო.

თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, გამარჯვების შემდეგ.

21 წლის სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გერმანელი ძიუდოისტი, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა

კომენტარები