შარლ მიშელის შეთანხმება

ბაქრაძე: პარლამენტიდან გამოსვლისგან დროებით თავს ვიკავებ

დავით ბაქრაძე
ტაბულა

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ის არ აპირებს პარლამენტის დატოვებას და არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, სანამ კონსულტაციებს არ გაივლის ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

"შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან მოქმედება
გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი
ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს". – ამბობს ბაქრაძე.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.
 

კომენტარები