თვითმმართველობის არჩევნები 2021

მდინარაძე მიშელის შეთანხმების ანულირებაზე: პარტნიორებს გახმოვანების შემდეგ შევატყობინებთ

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ ექნებათ.

"წინასწარ ამაზე კომუნიკაცია ვერ გვექნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია მას შემდეგ გვექნება, რაც გადაწყვეტილება გავახმოვანეთ.. ასეთი გადაწყვეტილებები წინასწარ არ თანხმდება, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ პროცესები უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს, საიდანაც რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა ამოგდება, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები