კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: იმის ნაცვლად რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ

თუკი ჩვენ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ათი ათასი ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ზემოთ, ლისის ტბაზე და ა.შ. თუ ამას გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება. იმის ნაცვლად რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია.

კომენტარები