კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 42 235 ტესტი და დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 335 ადამიანი.

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 407 689 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 376 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 731 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 25 844 აქტიური შემთხვევაა. 

დღიური დადებითობა 8.68%-ია, ბოლო 7 დღის - 6.71%, ბოლო 14 დღის კი - 6.03%.  

3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 938 დადასტურდა, აჭარაში - 378, იმერეთში - 362, კახეთში - 222, შიდა ქართლში - 205, ქვემო ქართლში - 179, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 175, მცხეთა-მთიანეთში - 83, გურიაში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 31.

კომენტარები