კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კლინიკებში გაჩერდა გეგმიური სერვისები, გადადიან მხოლოდ გადაუდებელ სერვისებზე

დაძაბულობაა სასწრაფოების გამოძახების, მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, გაჩერდა ე.წ გეგმიური სერვისები საავადმყოფოებში და ისინი გადადიან მხოლოდ გადაუდებელ სერვისებზე. მოხდება საწოლ-ფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კომენტარები