ირაკლი კობახიძე

კობახიძე: რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა

აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი, ბებია თსუ-ში დეკანი იყო. დედაც აკადემიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ძალიან მშრომელი ადამიანია და ძალიან მიზანდასახული. დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ეს დღესაც ასე გრძელდება. ზოგადად, ბევრ რაღაცაში იყო ჩართული. რაღაცებს მაძალებდა. მაგალითად, რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა, რომ დამეწყო სწავლა. ანუ ეს იყო მესამე უცხო ენა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი განათლების კუთხით ძალიან გამომადგა. როდესაც პროფესიულ საქმიანობაზე იყო საუბარი, იქაც რჩევას დედასაც და მამასაც ვეკითხებოდი. ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები