ვაქცინაცია საქართველოში

PFIZER-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება

Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მათივე ინფორმაციით, აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.

ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში დღეს, 24 ივლისს ჩამოვიდა.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.

კომენტარები