ქართული ოცნება

კუჭავა დეკანოიძეს: რა გჭირთ მართლა, ტო?

ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება, რომ შეაწყვეტინოთ სიტყვა სხვას? იმიტომ, რომ ქალი ხართ? ხომ ყველა თანაბარი ვართ? დაასრულებინეთ სხვასაც [...]

შევწყვიტოთ სხდომა და გადავიდეთ სასესიო დარბაზში? დაასრულებინეთ სიტყვა. რა გჭირთ მართლა, ტო?!

ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს სიტყვა შეაწყვეტინა, რადგან, მისივე სიტყვებით, "სისულელეს და დემაგოგიას" ამბობდა.

კომენტარები