კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ღია სივრცეში, სადაც 5-6 ადამიანი იკრიბება, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე

ეპიდსიტუაცია უარესდება, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. გუშინდელი და დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით მეორდება ის, რაც მაისის პიკის დროს გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში იყო. პირბადე ყველა დახურულ შენობაში - მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ სადაც იკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ. თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შევა საბჭოში რეკომენდაციით, კიდევ უფრო გამკაცრებაზე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.  21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 627 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი. 

კომენტარები