ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, დავგმეთ ძალადობა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, თქვენც [ჟურნალისტები] ამის ნაწილი ხართ. შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერმინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. იმიტომ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, წესრიგი, განვითარება, ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკა, რომელმაც როგორც იქნა, სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს.
ჟურნალისტებზე ძალადობა
თურნავა: შეიძლება დესტრუქციულ ძალებს სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან
tbl.ge/5mip
დაკოპირდა
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
5 ივლისს ორკების მიერ ჟურნალისტების ცემისა და 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. მონაწილეები მოითხოვენ, დაისაჯონ დამნაშავეები და ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
ამავე თემაზე
- მთავარი არხის ჯგუფს ხელი შეუშალეს – აგვისტოში მომხდარი ინციდენტისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა
- საგამოძიებო: 9 ნოემბერს რუსეთის მოქალაქემ ფორმულას ჟურნალისტს მანქანა განზრახ დააჯახა
- დეგნანი: აშშ გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას – პასუხი უნდა აგონ, ვინც მათ თავს ესხმის
- მედია, ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე – TI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
- მედიის პოგრომი – მედიაკოალიციამ 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა