ფაიზერზე ვაქცინაცია 15:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, საათზე მეტია, საიტი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ამას "მაღალი მიმართვიანობით ხსნის".
ცოტა ხნის წინ კი ვაქცინების რეგისტრაციის საიტის ჩამონათვალში ფაიზერი საერთოდ გაქრა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში დღეს, 14 ივლისს, შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ით აცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.
საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


