ოპერატორის გარდაცვალება

ბოკერია: მთავრობის პრიორიტეტი მსხვერპლის დისკრედიტაციაა და არა მოძალადეების მხილება

თუ წესიერი მოქალაქეები არ იმოქმედებენ, ბოროტებას ყოველთვის აქვს შანსი, რომ გაიმარჯვოს. ის რაც ვნახეთ, არის გაგრძელება ამ ამაზრზენი საქციელის, როცა მთავრობის პრიორიტეტი ასეთი ბოროტების და ძალადობის ზეიმის შემდეგ, არის არა გამოძიება და მხილება, ვინ დააორგანიზა, არამედ მსხვერპლის დისკრედიტაცია.

დღეს თალაკვაძე იძახდა, დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებსო, ექსპერტიზით დადასტურდებოდა თუ არა ბოლომდე, ამ მთავრობის პირობებში, რომ იმ ძალადობის შემდეგ პირდაპირი კავშირია სიკვდილს შორის, ეს რანაირადაა ტესტი იმის, რომ ძალადობა დაუშვეს? ანუ ისე მოხვდებოდა ადამიანს, რომ გარდაიცვლებოდა თუ არა, ეგ არის ტესტი მთავრობის საქციელის? ეს ხომ აბსურდია.

პირველივე წამიდან, როცა გარდაიცვალა ოპერატორი, ერთადერთი რამე ამოძრავებდათ, როგორ აეწყოთ პროპაგანდა საზოგადოების ბრაზის გასანეიტრალებლად და ესაა ლუსტრაცია მოტივის, 200-მდე მოქმედება ჩავატარეთო, ამის მეათასედი ენერგია რომ დაეხარჯათ ძალადობის პრევენციაზე, არ მოხდებოდა ეს ყველაფერი.

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, შსს-ს დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

კომენტარები