ოპერატორის გარდაცვალება

კობახიძე: ღარიბაშვილმა ჩემი განცხადება ილია II-ის დაკავებაზე აქციაზე გამომსვლელებს დააბრალა

ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ დავუსახელებივარ, მაგრამ ჩემი განცხადება გააჟღერა პატრიარქ ილია მეორის დაკავებაზე პოლიციის მიერ. პრემიერ- მინისტრმა ჩემი განცხადება გუშინდელ მანიფესტაციაზე გამომსვლელებს და ოპოზიციურ ტელევიზიებს დააბრალა. სინამდვილეში, მხოლოდ მე მოვითხოვე ილია მეორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება. ღარიბაშვილი დემაგოგიურად იყენებს პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტს თავისი შერყეული ძალაუფლების განსამტკიცებლად და მედიის, ოპოზიციის და საზოგადოების დასაშინებლად. ანტიეკლესიურები ხართო, გაჰყვირის ის. პატრიარქი, მოსაყდრე შიო და კიდევ მრავალი სასულიერო პირი მართლაც უნდა დააკავოს პოლიციამ ძალადობის ორგანიზებისათვის, ისევე, როგორც თვითონ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იმავე დანაშაულისათვის. ღარიბაშვილს შევახსენებ, ვარდების რევოლუციის დროს პარლამენტში შევარდნაძის სულ უკანასკნელ სიტყვებს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი... მე ვლაპარაკობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

კომენტარები