პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ვიცეპრემიერად დანიშნა. ასევე ვიცეპრემიერად დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ორ ვიცეპრემიერს ვნიშნავთ დღეს – ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი". – თქვა ღარიბაშვილმა.





