ოპერატორის გარდაცვალება

პრემიერი მედიას: ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის ფარგლებს

ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ღარიბაშვილის გადადგომას და დასჯას მოითხოვენ. 

კომენტარები