ოპერატორის გარდაცვალება

ბასილ კობახიძე: ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას, ორივე დღესვე უნდა დააკავონ

თეოლოგ ბასილ კობახიძის თქმით, TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ორი სასულიერო პირი სცემდა. კობახიძე ერთ-ერთ მათგანს ასახელებს და მოძალადე მღვდლებთან ერთად მეუფე იოანე გამრეკელის, დეკანოზ შალვა კეკელიას და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის დაკავებას ითხოვს.

"ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას, ერთი არის დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან (მარჯვენა ფოტოზე), მეორეს სახელი თუ ვინმემ იცით, დაწერეთ (მარცხენა ფოტო). ორივე დღესვე უნდა დააკავოს პოლიციამ, როგორც დანარჩენი ანაფორიანი მოძალადეები, მათ შორის მეუფე იოანე გამრეკელი, დეკანოზი შალვა კეკელია და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი." – ბასილ კობახიძის Facebook-გვერდი დაბლოკილია, მის განცხადებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები