პრაიდის კვირეული

გაფრინდაშვილი: ყველა დამნაშავე უნდა დააკავონ, კობახიძეც საფრთხეში იქნებოდა გრძელი თმის გამო

მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს.

ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა თუ იერის გამო. საბედნიეროდ, კობახიძე ფეხით არ დადის, თორემ მასაც დიდი საფრთხე ექმნებოდა თავისი გრძელი თმების გამო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსთავი ორთან საუბარში. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც 5 ივლისის ძალადობას აპროტესტებენ.

კომენტარები