პრაიდის კვირეული

მეუფე რუსუდანი: უყურეთ კადრებს – ვის ამსგავსებთ სოდომის მკვიდრ მოძალადეებს

...ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: "სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!"
გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“ 
მაგრამ უპასუხეს: "მოგვცილდი აქედან!" და კვლავ უთხრეს: "უცხო ვინმე შემოხიზნულხარ აქ, და სამართალს გვისჯი? შენ მათზე უარესს გიზამთ!" და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა...

დაბადება 19:4-9 

უყურეთ დღევანდელ კადრებს და თქვენთვის მომინდვია რომელ ადამიანებს ამსგავსებთ სოდომის მკვიდრ მოძალადეებს...

წერს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები