ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინაზე რეგისტრაციის საიტი ისევ არ მუშაობს

გუშინ, 2 ივლისს, საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის I დოზაზე რეგისტრაცია შაბათს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან, უნდა დაწყებულიყო, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე, თუმცა მოსახლეობა კვლავ ვერ ახერხებს სინოფარმზე რეგისტრაციას საიტზე არსებული შეფერხების გამო. 

მსგავსი პრობლემა აცრის მსურველებს ადრეც შეექმნათ. 12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. იმ დროს ასევე, გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-ც არ არის აცრილი.

კომენტარები