პრაიდის კვირეული

ჯონათან კაცი PRIDE-ზე: გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება კრიტიკულია

გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კრიტიკულია. ვიცი, რომ შეერთებული შტატები და სხვები ყურადღებით აკვირდებიან, რა ხდება საქართველოში. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ხმას აიმაღლებს ძალადობის და მუქარის წინააღმდეგ.

ჩვენ მთავრობებს ვაფასებთ არა მარტო იმით, თუ როგორ ეპყრობიან ისინი უმრავლესობას და მათ პრობლემებს, არამედ უმცირესობებსაც.

ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებებზე ფოკუსის, როგორც დემოკრატიის დღის წესრიგის ცენტრალური ნაწილის, გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ LGBTQ თემი დაცული იქნება, და არა მარტო დაცული, არამედ მხარდაჭერილიც.

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პრაიდის კვირეულს ეხმაურება.

კომენტარები