კანადა

კანადაში რეკორდული სიცხე, 49.6 გრადუსი დაფიქსირდა, რის გამოც 130 ადამიანი დაიღუპა

რეკორდული სიცხის გამო კანადაში ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა.

პარასკევიდან მოყოლებული პოლიციამ 130 შეტყობინება მიიღო გარდაცვალების შესახებ, აქედან უმეტესობა არის ასაკოვანი თანდაყოლილი დაავადებებით - სიცხე ხშირ შემთხვევაში არის გარდაცვალების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი.

ხუთშაბათს კანადაში რეკორდული, 49.6 გრადუსი დაფიქსირდა. იქამდე კანადაში ტემპერატურა არასდროს ყოფილა 45 გრადუსზე მეტი. 

ლიტონი ვანკუვერიდან 250 კილომეტრში მდებარე სოფელია. აქ დაფიქსირებულმა ტემპერატურამ კანადის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ერთ-ერთი იქ მაცხოვრებელი ამბობს, რომ გარეთ გასვლა უბრალოდ შეუძლებელია. 

"15 წელია, რაც პოლიციელი ვარ, თუმცა მოკლე პერიოდში, ამდენი უცაბედი სიკვდილის მომსწრე არასდროს გავმხდარვარ". – ამბობს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ამას ისიც ემატება, რომ უმეტესობას კანადაში კონდიციონერი არ აქვს, ვინაიდან აქამდე ამის საჭიროება არ არსებობდა. 

ექსპერტების თქმით, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასეთი მოვლენები გახშირდება, თუმცა ამ მოვლენის გლობალურ დათბობასთან დაკავშირება რთული საკითხია.

კომენტარები