დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი კოლეგის კოცნისას დისტანციის დარღვევის გამო გადადგა

The Sun

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიერ თანამშრომლის კოცნისას სოციალური დისტანციის დარღვევის ამსახველი ფოტო მედიაში გავრცელდა. ფოტოზე, რომელიც გამოცემა The Sun-მა გაავრცელა, კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პერიოდში ჰენკოკი კოლეგას, ჯინა კოლადანჯელოს კოცნის.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონისთვის გადადგომის შესახებ გაგზავნილ წერილში ჰენკოკი აღნიშნავს, რომ მთავრობას "ვალდებულება აქვს იმ ხალხის წინაშე, რომელმაც პანდემიის გამო ბევრი მსხვერპლი გაიღო მაშინ, როცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ დავაღალატეთ ჩემ მიერ მითითებების დარღვევით". 

მეთ ჰენკოკი და მისი კოლეგა, ჯინა კოლადანჯელო დაოჯახებულები არიან და 3-3 შვილი ჰყავთ. კოლანდაჯელო ასევე ტოვებს მის მიერ დაკავებულ თანამდებობას ჯანდაცვის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე.

კომენტარები