რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოხვედით ინიციატივით ამნისტიის შესახებ, რომელიც ეხება კოვიდპერიოდში დაჯარიმებულ მოქალაქეებს, მე მაინტერესებს, რა დაგიშავათ კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებიც, დაჯარიმების შემდეგ, ადგნენ, წავიდნენ, შესაძლოა, ეს თანხა ისესხეს, რადგან ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო და გადაიხადეს. მე მაინტერესებს, რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება?
კორონავირუსი და შეზღუდვები
უდუმაშვილი პრემიერს ჯარიმების გაუქმებაზე: რა დაგიშავათ კანონმორჩილმა მოქალაქეებმა?
tbl.ge/5lex
დაკოპირდა
ამ კითხვით მიმართა ენმ-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ. ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.
ზაალ უდუმაშვილიირალი ღარიბაშვილიჯარიმების გაუქმებაკორონავირუსი საქართველოშიკორონავირუსი და შეზღუდვები
ამავე თემაზე
- გამყრელიძე: თუ მაისში ასეთი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, სხვა შემსუბუქებებზეც იქნება საუბარი
- რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება – სრულად
- კვების ობიექტებში და სოციალურ ღონისძიებებზე სტუმართა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება
- ე.წ. დისტაციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს – საკოორდინაციო საბჭო
- 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება