განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ურეკში სამსართულიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, სასტუმროში მყოფი პირები მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.