კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: ყველა დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, აუცილებელია პირბადის ტარება

მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში მოიხსნა პირბადის ტარების მანდატორიზმი, აუცილებელია ყველა დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე გარეთაც პირბადის ტარება, ისევე როგორც ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ, დაახლოებით, 30% მოსახლეობისა არ აიცრება, პირბადე მთავარ იარაღად რჩება პანდემიასთან ბრძოლაში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე. 22 ივნისიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან ერთად, 1-ლი ივლისიდან მოიხსნება კომენდანტის საათიც.

კომენტარები