ახლა 71 წლის კაცით დაიწყეს პირდაპირი შანტაჟი ჩემი და ჩემი არხის. მინდა, ვუთხრა ამ ხალხს, რომ გამორიცხულია, ძალიან ბევრი რამე დავკარგე, რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ვის ტვინშიც კაგებეშნიკური შანტაჟები იხარშება, ამ არხს ნამდვილად ვერ დააჩოქებენ. ისევ ისე ძალიან ბევრი კრიტიკული გადაცემა გავა, ძალიან ბევრი მწვავე კითხვა დაისმევა, ძალიან ბევრი საგამოძიებო სიუჟეტი მომზადდება, რომელიც შეეხება ამ ადამიანების კორუფციულ საქმეებს, ფულის გათეთრებებს, კრიმინალს. პირდაპირი იერიშია ამ არხზე, რომ გააჩუმონ და დააჩოქონ
tbl.ge/5lah
დაკოპირდა

ასე ეხმიანება TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესზე: ივანიშვილის შურისძიებაა, დადებითი მოლოდინი არ მაქვს
- ჯაფარიძე: შინაარსს მოკლებულია ის დევნა, რომელიც 3 წელია ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს
- ხაზარაძე: ამ პროცესებით ზიანს ვერ მოგვაყენებენ, გავაგრძელებთ ბრძოლას, ავაშენებთ ანაკლიასაც
- ომბუდსმენი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: ვერ ვხედავთ ფულის გათეთრების დანაშაულს
- ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა