კომენდანტის საათი

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ასევე სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.

"დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება, ცხადია პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება. რაც შეეხება გადაადგილების შეზღუდვას 1-ლი ივლისიდან იხსნება. შეზღუდვა რჩება მხოლოდ რესტორნების მუშაობაზე- 24 საათამდე იმუშავებენ, ეს ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებსაც". - ამბობს უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.

კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა და დღეს გაუქმდა. 

კომენტარები