ზაზ გახელაძე

"5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა" – ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა

ტვ. პირველი

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა, თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ გახელაძის მამამ მთავარ არხთან საუბრისას თქვა.

"როდესაც ველოდებით 31-ში, რომ ჩემი შვილი სახლში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა, მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. შევიდა, 5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა, რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა". – თქვა გახელაძის მამამ. 

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. დროას ინფორმაციით, 23 ივნისი ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

კომენტარები