საფრანგეთი

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია მარცხდება

ემანუელ მაკრონი საარჩევნო უბანზე
 Christian Hartmann/Reuters

20 ივნისს საფრანგეთში რეგიონული არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა რეკორდულად დაბალი – 34% იყო.

საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, რესპუბლიკელები ლიდერობს. Ipsos-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია რესპუბლიკელებმა ხმების 27% მოიპოვეს, ლე პენის პარტიამ ეროვნულმა ფრონტმა – 19%, მწვანეებმა, სოციალისტურმა პარტიამ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ რესპუბლიკა წინ  – კი 11%. 

საფრანგეთის რეგიონული არჩევნები პოლიტიკოსებისთვის ერთგვარი პლატფორმა გახდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი მეტოქეები ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი იქნებიან. 

2021 წლის რეგიონული არჩევნები პირველი რეგიონული არჩევნები იყო მაკრონის პარტიისთვის. წინასწარი შედეგების შეფასებისას მაკრონის პარტიის წევრმა, ავრორა ბერჟემ თქვა, რომ შედეგები "ყველასთვის სახეში დემოკრატიული სილის გაწვნა" იყო. 

ლე პენი რეგიონულ არჩევნებში კანდიდატი არ ყოფილა, თუმცა ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. ლე პენი წარუმატებლობას ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით ხსნის. ეროვნული ფრონტი პირველ ტურში 6 რეგიონში ელოდა ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, მეორე ტურში, პარტიამ სამხრეთ რეგიონში, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, გაიმარჯვოს.

რეგიონული არჩევნები საფრანგეთის 14 რეგიონში ტარდება, 12 კონტინენტურ და ორ ზღვისიქითა რეგიონში, გვადელუპესა და რეიუნიონში რეგიონულ საბჭოს წევრებს ირჩევენ. კოსტა რიკაში, მარტინიკსა და საფრანგეთის გვიანაში ტერიტორიული ასამბლეის წევრებს ირჩევენ. არჩევნები ასევე ტარდება 96 დეპარტამენტის დონეზე, რომლებშიც დეპარტამენტის ადმინისტრაციის წევრებს ირჩევენ.

რეგიონულ დონეზე ადმინისტრაციის იურისდიქციაში შედის უმაღლესი სკოლების, პორტების, აეროპორტების, რეგიონული რკინიგზის და საქალაქო საავტობუსო სისტემების, რეგიონული პარკების და ნარჩენების მენეჯმენტი. ხოლო დეპარტამენტების ადმინისტრაციის იურისდიქციაშია დაწყებითი სკოლების, სოციალური დახმარების პაკეტების, წყალმომარაგების, სახანძრო-სამაშველო სისტემის და გზების მენეჯმენტი.

კომენტარები