კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: 4 მილიონი დოლარის ღირებულების 10 000 ფლაკონი რემდესივირი საჩუქრად მივიღეთ

European Pharmaceutial Review

საქართველომ ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისგან 4 მილიონი დოლარის ღირებულების 10 000 ფლაკონი ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი საჩუქრად მიიღო. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. 

"ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიკული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში". – წერს ცერცვაძე. 

2020 წლის დეკემბერში შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, საქართველოში რემდესივირი ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც კლინიკაში იმყოფება და ჟანგბადდამოკიდებულია. რემდესივირი ეფექტიანია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში. 

კომენტარები