ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე ნიკოლოზი: ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ

ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს უნდა ვუთხრათ მადლობა, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია, ასეთ ბავშვებს უვლიდა, ის იყო პირველი ვინც დაიწყო ამ საქმის კეთება.

დღევანდელი სტანდარტების, შესაძლებლობების შესაბამისად სხვებმა გააგრძელონ ახლა ეს საქმე, ჩვენ ძალიან გახარებულნი ვიქნებით. ხარვეზები რომ იქნეს გამოვლენილი, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რადგან გავაკეთებთ ყველაფერს უკეთ, ვიდრე ვაკეთებდით აქამდე, მაგრამ თუ ეს შემოწმება დაიწყება, უნდა შემოწმდეს ყველაფერი. ჩემს ეპარქიაში, ჩემს სასწავლებლებში არის დარღვევები და თუ ვინმე მომეხმარება ამ დარღვევების გამოვლინებაში, სიამოვნებით გამოვასწორებ ამას დიდი სიხარულით. სინოდის კრება როდის იქნება, ჯერ, სავარაუდოდ, არავინ იცის, უწმინდესი ბრძანებს ხოლმე.

თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა პირველი არხის ცნობით. 14 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორის პოზიციაზე მეუფე სპირიდონი ბავშვებზე ძალადობის გამამართლებელმა მეუფე იაკობმა შეცვალა.

კომენტარები