ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე გრიგოლი: რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა

მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც, ალბათ, არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს.

[...] მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდევაც , როგორც ჩანს, ცოტა მეტია გასაკეთებელი.

თქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა IPN-ის ინფორმაციით. 14 ივნისს ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის დირექტორად დაინიშნა. 

კომენტარები