რუსეთი

კრემლი აზერბაიჯანში თურქული ბაზების განთავსების შესაძლებლობზე: ჩვენი ყურადღების საგანია

დმიტრი პესკოვი
RBK

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა კომენტარი თურქეთის სამხედრო ბაზების აზერბაიჯანში განთავსების შესაძლებლობის შესახებ.

"რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ახლო ყურადღების საგანია". – თქვა კრემლის სპიკერმა. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს საზღვრებთან ახლოს ალიანსის (NATO-ს) წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის გახსნა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღებისა და ასევე ჩვენი ინტერესების უსაფრთხოებისთვის საჭირო ნაბიჯების მიზეზი ხდება". – დაამატა პესკოვმა.

წინა დღეებში, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შუშის დეკლარაციის ფარგლებში, არ გამორიცხავს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული ბაზის შექმნას. 

თურქეთი რეგიონში ბაქოს მთავარი პარტნიორია. მისი შეიარაღებითა და მხარდაჭერით აზერბაიჯანმა 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად მთიანი ყარაბაღის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინა. 

კომენტარები