კოკა-კოლა

კრიშტიანუ რონალდუს გამო, კოკა-კოლას საბაზრო კაპიტალიზაცია $6 მილიარდით შემცირდა

კრიშტიანუ რონალდუ

ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მაგიდიდან კოკა-კოლის ბოთლები გადადო და მათ ნაცვლად წყლის ბოთლი დადგა. 

აღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე საათში კომპანია კოკა-კოლას აქციების ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, კერძოდ, ის 56.1 დოლარიდან 54.6 დოლარამდე შემცირდა. 

კოკა-კოლას აქციების ფასი

აქციების ფასის 2.6%-ით შემცირების გამო, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის ღირებულების შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც აქციების რაოდენობითა და ფასის ნამრავლით გამოითვლება. 

რონალდუს ინციდენტამდე კოკა-კოლას საბაზრო კაპიტალიზაცია 241 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, ის $235 მილიარდამდეა შემცირებული. 

კოკა-კოლა UEFA Euro 2020-ის ოფიციალური სპონსორია. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს და გადაწყვეტილებაც თავადვე უნდა მიიღონ. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ცნობილ სახეებს დიდი გავლენა აქვთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე საფონდო ბირჟებზეც კი. მათი მხრიდან ნეგატიური შეფასება ან ქმედება, როგორც წესი, აქციების ფასებზე შესაბამისად აისახება ხოლმე. 

კომენტარები